ვაჟა-ფშაველას თხზულებათა სრული კრებული

ვაჟა-ფშაველას თხზულებათა სრული კრებული

ვებ გვერდზე წარმოდგენილ კრებულში სრულადაა მოცემული ლექსები (473), პოემები (42), მოთხრობები (101), დრამატული ნაწარმოებები (6), კორესპონდენციები (23), პუბლიცისტური და ეთნოგრაფიული წერილები (102). აგრეთვე შეგიძლიათ წაიკითხოთ: წერილები ვაჟასადმი, წერილები სხვადასხვა პირებისადმი, მიმართვანი სხვადასხვა დაწესებულებისადმი, მოწაფეობისდროინდელი დოკუმენტები და ჩანაწერები. კრებულში არ არის შესული, დაუმთავრებელი ნაწარმოებები და თარგმანები.

ვაჟას თხზულებათა ტექსტი გამართულია არსებული ყველა წყაროს შესწავლისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. მიზანი იყო ტექსტის იმ სახით გამართვა, რაგვარადაც იგი საბოლოოდ გამოვიდა ავტორის ხელიდან, ძირითად ტექსტად ავტოგრაფებია არჩეული. იხილეთ სრულად გვერდზე რეცენზია. ვაჟა-ფშაველას სიცოცხლეში მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის მეხუთედიც კი არ დაბეჭდილა ცალკე წიგნების სახით. ამ ნაწარმოებთა დიდი ნაწილი გაფანტული იყო იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში, ხოლო ნაწილი, მკაცრი საცენზურო პირობებისა თუ სხვა მიზეზთა გამო, ავტორის სიცოცხლეში საერთოდ არ დაბეჭდილა. ისინი მიკვლეულ იქნა ვაჟას ავტოგრაფებში, რომელთაც ჩვენამდე მნიშვნელოვანი რაოდენობით მოაღწიეს (ეს ავტოგრაფები ამჟამად დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტსა და სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმში).

ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია

ვაჟა-ფშაველა (ნამდვილი სახელი და გვარი ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (დ. 27 ივლისი (ძველი სტილით – 14 ივლისი), 1861, სოფ. ჩარგალი, დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 8 აგვისტო (ძველი სტილით – 27 ივლისი), 1915, თბილისი) — ქართველი პოეტი.
8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფ. ჩარგალში მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.
ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. გაგრძელება…

სხვადასხვა

კრებულის ამ კატეგორიაში შესულია: წერილები ვაჟასადმი; წერილები სხვადასხვა პირებისადმი; მიმართვანი სხვადასხვა დაწესებულებისადმი; მოწაფეობისდროინდელი დოკუმენტები; ჩანაწერები.
სრულად ნახვა

ვაჟაზე წერდნენ

კრებულის ამ კატეგორიაში შეკრებილია ქართველი მწერლების და საზოგადო მოღვაწეების ნათქვამები და მოგონებები.
სრულად ნახვა

მოგონებები ვაჟაზე

კრებულის ამ კატეგორიაში შეკრებილია აუდიო მასალები. მოისმენთ მოგონებებს ვაჟაზე – გამსახურდია კონსტანტინე, ზურაბაშვილი ოსა, კლდიაშვილი სერგო, რაზიკაშვილი ეთერი, რაზიკაშვილი ვახტანგი, რაზიკაშვილი პავლე.
აუდიო ვერსია

თხზულებათა სრული კრებული

ლექსები

თხზულებათა სრული კრებული

მოთხრობები

თხზულებათა სრული კრებული

პოემები

ვაჟა-ფშაველას თხზულებათა სრული კრებული

კორესპონდენციები

ვაჟა-ფშაველას თხზულებათა სრული კრებული

დრამა

ვაჟა-ფშაველას თხზულებათა სრული კრებული

პუბლიცისტიკა

ვაჟა-ფშაველას თხზულებათა სრული კრებული