ვაჟა-ფშაველას პოემები

ვაჟა-ფშაველას პოემების სრული კრებული. პოემების კრებულის სარჩევში წარმოდგენილია ვაჟას 42 პოემა, რომელებიც ჩამოთვლილია ანბანის მიხედვით.

დღესდღეობით ცნობილია ვაჟას 42 პოემა. მათგან 39 სრულია, 3 კი – დაუმთავრებელი. ამ განყოფილებაშივე არის განთავსებული ყრმობისდროინდელი, უთარიღო და დაუმთავრებელი პოემები, შესაბამისი მითითებებით.
პოემების ტექსტებზე მუშაობისას გათვალისწინებულია ყველა არსებული ხელნაწერი და ავტორის სიცოცხლეში გამოქვეყნებული ნაბეჭდი წყარო. აგრეთვე ის წყაროებიც, რომლებიც, მართალია, ავტორის გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა, მაგრამ არსებობს საბუთი, რომ ტექსტი ამ სახით თვით ავტორმა მიაწოდა გამომცემელს დასაბეჭდად. ვრცლად იხ. გვერდზე რეცენზია.